“ფიქრობ, განა რისი შეცვლა შემეძლო? მერე ისევ იგებ, როგორ იღუპეპა ერთი, მერე ორი, სამი … “


plane
ავტორი: zuka | 29-11-2017, 10:51

გესმის კაცი დაიღუპა შახტაში, მშენებლობისას დაიღუპა ორი, სამი, ოთხი მუშა…
შფოთდები… ბრაზდები…
მერე გადის დრო იწვის სასტუმრო, ერთი სასტუმრო, მეორე სასტუმრო, იღუპებიან ადამიანები…
შენ ისევ შფოთდები, სევდა გახრჩობს, გლოვობ, მწუხარებას გამოთქვამ … გესმის რომ სხვაც შეშფოთებულია, ყველა შეშფოთებულია. უნდა დაელოდო, დაელოდო გამოძიებას, შენც ასე იქცევი, ელოდები…
გესმის, გესმის, შფოთდები, წუხდები, ელოდები, უსამძიმრებ, ღმერთს თხოვ, დაიცვას მათი სულები და დაგვიფაროს ჩვენ…
მერე გადის დრო და ისევ ზეიმობ, ისევ ისვრი ფოიერვერკს, ისევ აგრძელებ ცხოვრებას , ისევ ადიხარ იმ სასტუმროს კიბეზე, სადაც არაა ცეცხლმაქრი, სადაც არც სახანძრო კიბეა, სადაც შენი სიცოცხლე არაფერია…ფულის ბანკნოტებია… მიდიხარ და იძინებ იმ სახლში, რომელსაც ერთი, ორი, სამი მუშა შეეწირა, იმ სახლში რომელშიც ისევე დაუცველი ხარ, როგორც მკვლელ სასტუმროში…
გადის დრო ისევ არაფერი იცვლება, ისევ იგივეს აკეთებ, აგრძელებ ცხოვრებას წუხხარ, გიხარია, მაგრამ იმ ორ ,სამ, ოთხ მუშას, მეშახტეს თუ 11 ახალგაზრდას ეს არ შეუძლია… ფიქრობ, განა რისი შეცვლა შემეძლო?
მერე ისევ იგებ, როგორ იღუპეპა ერთი, მერე ორი, სამი … მერე ისევ შფოთდები, წუხდები, უსამძიმრებ … არაფერს აკეთებ…

ფოტო:Edu Kochalidzeскачать dle 10.5фильмы бесплатно









Create Account



Log In Your Account