რუბიკის კუბების ომი ნიჭიერში - დაუხედავად vs ენით აწყობილი


plane
ავტორი: admin | 14-11-2017, 20:09

რუბიკის კუბი რომ ერთ-ერთი ყველაზე კარგი გასართობი, ნერვების დასამშვიდებელი ან პირიქით უფრო ამშლელია, ამაზე არავინ დაობს. უბრალო მოკვდავნი, რომლებსაც არაფრით გამოგვდიოდა ამ ფერადი კუბების დალაგება მალე შევეგუეთ რომ ამას განსაკუთრებული ნიჭი სჭირდებოდა. მერე აღმოვაჩინეთ რომ ნიჭი კი არა თურმე ცოტაოდენი მათემატკური აზოვნება და გათვლა ნდომებია. მერე იმის გადატანაც მოგვიწია რომ მსოფლიო რეკორდები დაამყარეს კუბის ძალიან მოკლე დროში აწყობაში. მოკლედ არ ილეოდა იმ ხალხის რიცხვი, ვინც კუბის მაგიურად აწყობით გვაოცებდა, მაგრამ თურმე ჯერ სად ვყოფილვართ. ნიჭიერის სცენაზე არც მეტი, არც ნაკლები კუბი დაუხედავად და ენით ააწყვეს.

ისტორია მეტად დამაჯერებელი რომ იყოს, დაწვრილებით ავხსნათ. ნიჭიერის სცენაზე 15 წლის გიორგი წიკლაური წარდგა, რომელმაც რუბიკის კუბით ილუზიონისტური ნომერი წარადგინა. ჟიური და დარბაზი იმით გააოგნა, რომ პატარა კუბი პირში ჩაიდო და ენით ააწყო.



ის იყო მაყურებელმა იფიქრა, კუბის აწყობით ვერავინ გაგვაოცებსო, რომ სცენაზე 17 წლის ვაკო მარჩილაშვილი გამოვიდა და სტეფანეს მიერ საგულდაგულოდ დაშლილი კუბი დაუხედავად, ზურგით შებრუნებულმა ააწყო.


ასეთი უცნაური ნიჭებით და გათვლის კარგი უნარით დაჯილდოებული სკოლის მოსწავლეები გვყავს. ნეტა ერთმანეთს რომ დავაპირისპიროთ რომელი მოერევა? ამაზე პასუხის მიღების შანსი ჟიურიმ წაგვართვა, რადგან მათ YES ბლოკი ვერ გაიარეს და ნახევარფინალში ვერ მოხვდნენ.скачать dle 10.5фильмы бесплатно









Create Account



Log In Your Account