პატრიაქმა მის მოსაყდრედ სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო მუჯირი დაასახელა


plane
ავტორი: zuka | 23-11-2017, 11:33


სრულიად საქართველოს პატრიაქმა ილია მეორემ მოსაყდრედ სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო მუჯირი დაასახელა.

ილია მეორემ ბრძანება ქაშუეთში, სადღესასწაულო წირვის დაწყებამდე წაიკითხა. უწმინდესის თქმით, ბრძანება მოსაყდრედ მიტროპოლიტი შიო მუჯირის წარდგენასთან დაკავშირებით, დღეს დაიწერა.

„სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის მოსაყდრედ დადგენილია მიტროპოლიტი მაღალყოვლადუსამღვდელოესობა სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო მუჯირი,“-განაცხადა პატრიარქმა.

სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო მუჯირი მოსაყდრედ დანიშვნის შემდეგ პატრიარქთან ერთად შეასრულებს მოვალეობებს. ის ვალდებული იქნება საპატრიარქოს ადმინისტრაციულ საქმიანობაში მიიღოს მონაწილეობა.

მეუფე შიოს განათლება მიღებული აქვს მოსკოვში. მიტროპოლიტს წმინდა ტიხონის ინსტიტუტი აქვს დამთავრებული.

საქართველოში დაბრუნების შემდეგ მეუფე შიო სასულიერო პირად აკურთხეს და წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძარში განამწესეს. მეუფე შიო მიტროპილიტად კურთხევამდე აღნიშნულ ტაძარში მსახურობდა.

შეგახსენებთ, რომ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალების, გადადგომის ან სხვა მიზეზის გამო, რომელიც შეუძლებელს ხდის კათოლიკოს-პატრიარქისთვის თავისი მოვალეობების შესრულებას, კათოლიკოს-პატრიარქის მიერ დადგენილი საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე მართავს ეკლესიას ახალი კათოლიკოს-პატრიარქის არჩევამდე.

ავტორი: გიგლა თუმანიშვილი
წყარო:Rustavi 2скачать dle 10.5фильмы бесплатно









Create Account



Log In Your Account