“თვითმფრინავში ჩასხდომის დროს ყველა უცაბედად რელიგიური ხდება” – ჯონი დეპი


plane
ავტორი: zuka | 23-11-2017, 02:36

“თვითმფრინავში ჩასხდომის დროს ყველა უცაბედად რელიგიური ხდება” – ჯონი დეპი
“მე ყოველთვის ვამბობდი და არასოდეს ვუარყოფ ჩემს სიტყვებს, რომ ყველაზე საინტერესო ხალხი რუსეთში ცხოვრობს”-გამოტყდა ერთხელ კოლუმბიელი მწერალი, ის ვინც მსოფლიოს “მარტოობის ასი წელი” აჩუქა. გაბრიელ გარსია მარკესს შესაძლებელია ვენდოთ, რადგან მანგაზეთის რედაქტორობის პერიოდში მთელი მსოფლიო მოიარა. მარკესმა იმოგზაურა იტალიაში,პოლონეთში, საფრანგეთში, ვენესუალაში, აშშ-ში.. მაგრამ საცხოვრებლად აირჩია მექსიკა ,რომელიც შეუყვარდა პირველივე ნახვისას.


მარკესი დაიბადა კოლუმბიის ერთ-ერთ სასაცილო დასახელების ქალაქში-არაკატაკა.იქ, ბებიის სახლში, ფანჯრებით ტროპიკულ ბაღზე, მისი პირველი სამყაროს აღქმა მოხდა.როგორც მხატვრებს გადააქვთ თავიანთი სიზმრები ტილოებზე, ისე მარკესი ქმნიდა საკუთარ სამყაროს ფურცელზე, ბავშვობის ქალაქსა და ქვეყანას.



მოგზაურობა-ცხოვრების წესი



მწერალი გაურბოდა თვითმფრინავებს და მოგზაურობას ხმელეთზე მეტად მიმზიდველად მიიჩნევდა. მან რამოდენიმე ოქროს წესი დაგვიტოვა ყველაზე მოსაბეზრებელი მოგზაურობის გასალამაზებლადაც კი.

✈ ნაკლები დაგეგმვა, მეტი სპონტანურობა.
“არ დახარჯო დიდი ძალისხმევა, ყველაფერი საუკეთესო ხდება მოულოდნელად.”



მოგზაურობა-ცხოვრების წესი

✈ თანამგზავრ კაცსა და თანამგზავრ ქალს შორის აირჩიე მეორე.
“თუ რაიმეში ქალია გარეული, ყველაფერი კარგად იქნება! მე დანამდვილებით ვიცი,
რომ ქალები მართავენ მსოფლიოს.”

✈ არ აქვს მნიშვნელობა სად გაქვს ბილეთი, მთვარია რა გაქვს გულში.
“განა სულერთი არაა, დედამიწის რომელი რაიონი იქნება აღმოჩენა, აფრიკა თუ კარიბის ზღვა?”

✈ დაიმახსოვრე, რომ მოგზაურობა ეს ერთადერთი შემთხვევაა, როდესაც ფულის დახარჯვით შენ მდიდრდები.
“ცხოვრება ის დღეები კი არაა რაც გავიარეთ, არამედ ისინი, რომლებიც დაგვამახსივრდა”

✈ როდესაც მოგზაურობა დასასრულს უახლოვდება:
“არ იტირო, რომ დამთავრდა. გაიღიმე რომ ეს იყო.”

ჰენრი მილერი ამბობდა: “უკეთესია უცნობი ტაძარი მოინახულო, რომელზეც არავის არაფერი სმენია, ვიდრე გაემგზავრო რომში და თავი იძულებული გახადო მოინახულო სიქსტის კაპელა. შესაძლებელია სწორედ პირველმა შეცვალოს შენი ცხოვრება”.

ჰემინგუეი თუ ფლობერის მსგავსად მთელს თავის ცხოვრებას თავის სახლში, აშშ-ში გაატარებდა, სავარაუდოდ, ვერცერთ სტროფს ვერ დაწერდა. მწერალს, რომელსაც პირველივე სიტყვიდან ენდობი,შექმნა საინტერესო შედევრები, იმიტომ რომ რომანების უმეტესობა საკუთარი ცხოვრების სიუჟეტებზე ააგო.


მისი ახალგაზრდობის შესახებ ყველამ შეიტყო წიგნიდან: “პარიზი-ეს დღესასწაულია, რომელიც ყოველთვის შენთანაა”. ესპანეთში, კორიდით გატაცება აღწერა “ფიესტა”ში. ტანზანიაში ნადირობის დეტალებზე “აფრიკის მწვანე ბორცვებით” გვიყვება. “მოხუცი და ზღვა” კი კუბის ნაპირებზე მისი თევზაობის პერიოდია. ჰემინგუეისთვის მოგზაურობა აუცილებელია, ამისათვის კი საჭიროა:



✈ დატკბი მომენტებით.
“”შენ ამას გრძნობ ახლა, და ამ მომენტში ეს არის შენი მთელი ცხოვრება. მეტი არაფერი არაა ამ წუთის გარდა.”




✈ რომელიმე ქვეყნის შეყვარება.
“თუ შენს ცხოვრებაში გიყვარდა ქვეყანა ან ქალი, ჩათვალე შენი თავი ბედნიერად და ამის შემდეგ რომც მოკვდე, ეს აღარაფერს არ ცვლის”.

✈ ან ქალაქი…
შენ თუ გაგიმართლა და ახალგაზრდობაში იცხოვრე პარიზში, სადაც არ უნდა იყო ამის შემდეგ,ის შენი სიცოცხლის უკანასკნელ დღემდე შენთან იქნება, რადგან პარიზი არის დღესასწაული, რომელიც ყოველთვის შენთანაა”.

✈ “მთელი პარიზი მე მეკუთვნის, მე კი ვეკუთვნი ამ ბლოკნოტსა და ფანქარს.”

✈ ზოგჯერ უნდა იყო გაუფრთხილებელი.”რატომ უნდა ვიცხოვროთ საერთო წესებით? ჩვენ ეს ვართ ჩვენ”.

✈ “თვითმფრინავში ჩასხდომის დროს, ყველა უცაბედად რელიგიური ხდება”. მისი წესია წელიწადში ერთხელ გაემგზავროს სადმე სრულ სიმარტოვეში.”საკუთარ ფიქრებთან მარტო დარჩენა-ნამდვილად სახიფათო საქმიანობაა, მაგრამ ნამდვილად სასარგებლო”.



მოგზაურობა-ცხოვრების წესი



✈ “მე საერთოდ ვერ ვმეტყველებ ფრანგულ ენაზე. რაც შემიძლია ვთქვა მხოლოდ არის: “მე ჭიპში არაქისი მაქვს”. მე ყოველთვის ვინტერესდები როგორ წარმოითქმის ერთი და იგივე ფრაზა სხვადასხვა ენაზე. გერმანულად შემიძლია ვთქვა: “მე ვარ საზამთრო” მე ეს ნამდვილად მართობს.

✈ განთავისუფლდით სტერეოტიპებისგან.

“რუსები ნორმალური ხალხია: სრიალებენ თხილამურებით, სეირნობენ ქალაქში, აწყობენ წვეულებებს, სვავენ არაყს.”



✈ ყოველ წუთას თავი იგრძენი ბედნიერ ადამიანად.

“ძნელია იარსებო სამყაროში, როდესაც გარშემო ყვირილი და ქაოსია, მაგრამ მიუხედავად
საყოველთაო თვალთმაქცობისა, მძიმე სამუშაოსა და გატეხილი ოცნებებისა, ეს მაინც
მშვენიერი სამყაროა. ეცადეთ იყოთ ბედნიერები.”

✈ არავის მიაქციო ყურადღება.
“აკეთე ის რაც გინდა, რადგან მაინც განგსჯიან სიცოცხლის ბოლომდე.”


✈ ატარეთ ქუდები(“შლიაპები”) და მუქი სათვალე.

“მე თავისუფლებას მანიჭებს უბრალოება და ანონიმურობა.”


მართალია ბავშვები მოუხერხებელს ხდიან მოგზაურობას მაგრამ დამიჯერეთ, უფრო საინტერესოს.
“ლონდონში, ერთ-ერთ სასტუმროში ერთმა ქალმა ჩემს ქალიშვილს ჰკითხა: რითია დაკავებული მამაშენი? მან კი უპასუხა: მამაჩემი მეკობრეა! ამ წუთში მე ვამაყობდი ჩემი შვილით”

✈ “მსოფლიოში იმდენი რამაა კარგი, რომ ხანდახან ვფიქრობ მე აქედან არ ვარ.”
✈ “მე რუსეთი ძალიან მომეწონა, განსაკუთრებით ხალხი. ისინი გახსნილები, და ცოტა Ku-ku არიან -ჩემს სტილში”.скачать dle 10.5фильмы бесплатно









Create Account



Log In Your Account