ხუთი ქვეყანა , სიცოცხლის ყველაზე მაღალი ხანგრძლივობით


plane
ავტორი: zuka | 23-11-2017, 02:30

ამ ქვეყნებში ხალხი გაცილებით დიდხანს ცოცხლობს ვიდრე საშუალოდ მთელს მსოფლიოში – და თითოეულ ადგილს სიცოცხლისუნარიანობის საკუთარი საიდუმლო წყარო აქვს.

BBC ქვეყნების მაცხოვრებლებს გაესაუბრა, სადაც ხალხი გაცილებით დიდხანს ცხოვრობს. გთავაზობთ ამ ადგილების სიცოცხლისუნარიანობის გამომწვევ მიზეზებს.

იაპონელები საშუალოდ 83 წლამდე ცხოვრობენ, ისინი მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე დღეგრძელ ერად ითვლებიან. ოკინავა , რომელსაც ხშირად “უკვდავთა მიწასაც“ ეძახიან, ხანგრძლივად მაცხოვრებელთა გამოკვლევის გლობალურ ცენტრად ითვლება, რადგან სამხრეთ იაპონიის ამ კუნძულებს 400-ზე მეტი ას წელს გადაცილებული მაცხოვრებელი ჰყავთ. ადგილობრივ კვების რაციონს ამ ყველაფერში საკმაოდ დიდი წვლილი მიუძღვის, რომელიც დიდი რაოდენობით ტოფუს, ტკბილ კარტოფილსა და ასევე თევზის მცირე რაოდენობას მოიცავს. ხანდაზმულ მაცხოვრებელთა შორის არსებული აქტიური სოციალური წრეები და ასევე ძლიერი საზოგადოებაც ხელს უწყობს სტრესის შემცირებასა და თვითმყოფადობის გრძნობის გაძლიერებას.

“ოკინავა, რომელსაც ხშირად “უკვდავთა მიწასაც“ ეძახიან, ხანგრძლივად მაცხოვრებელთა გამოკვლევის გლობალურ ცენტრად ითვლება.“

ემიგრანტისათვის ამ უპირატესობების გამოსაყენებლად, ენის სწავლა ნამდვილად გადამწყვეტია, ამბობს დანიელე გატი, Velvet Media-ს გენერალური დირექტორი და იაპონიის ძველი მაცხოვრებელი. “იაპონელებს ცხოვრების საოცარი ხარისხი აქვთ, თუ ენის ბარიერის გადალახვას შეძლებთ, მათ მენტალიტეტსაც უკეთ გაიგებთ და დამსვენებელთა უმეტესობის აზრით, იგი მეტად განსხვავდება დასავლური კულტურისგან, დაამატა გატიმ ემიგრანტემა, რომლებსაც აქ გადმოსვლა სურთ, კარგად უნდა გაიაზრონ , რომ ძირითადი დრო ენის შესწავლას უნდა დაუთმონ. ეს ადგილობრივ საზოგადოებასთან სწრაფ ინტეგრაციაშიც დაგეხმარებათ და სავსე და სრულფასოვანი ცხოვრების საშუალებასაც მოგცემთ.“



– იაპონელების სიცოცხლის ხანგრძლივობას ხელს უწყობს ხანდაზმულთა შორის არსებული აქტიური ადგილობრივი წრეები და ნოყიერი კვების რაციონი.



ესპანეთი

გულისთვის სასარგებლო ზეითუნის ზეთით, ბოსტნეულითა და ღვინით მდიდარი ხმელთაშუა ზღვის საკვები უკვე დიდი ხანია ესპანეთის მოსახლეობის სიცოცხლისუნარიანობის ერთ-ერთი მთავარი მიზეზია.

“ესპანეთს სახელოში მრავალწლოვანობის კიდევ ერთი საიდუმლო აქვს დამალული: შუადღის ძილი.“

“ხალხი ფიქრობს, რომ ყველა ესპანელი მაღაზიების დახურვისას 2:00-დან 5:00-მდე შუალედში “სთვლემს“, მაგრამ ეს ყველაფერი უბრალოდ სწორად ორგანიზებული სამუშაო სმენაა,“ ამბობს მიკელ ანგელ დიეზი და ბესორა ბარსელონადან და Gray Line-ის ტურის გიდი. “თუ უწყვეტი სმენა და ლანჩისთვის მხოლოდ ნახევარ საათიანი შესვენება გაქვთ, მაშინ იძულებული ხართ რომ სწრაფი კვების ობიექტებში მიირთვათ. მაგრამ თუ იძულებული ხართ რომ 2-3 საათი შეისვენოთ, მაშინ სახლში ან რესტორანში მიდიხართ, სადაც ორი სრულფასოვანი კერძისა და დესერტის მირთმევა შეგიძლიათ, და მონელებისათვისაც საკმარისი დრო დაგრჩებათ, რა თქმა უნდა ეს ყველაფერი უფრო ჯანსაღად გამოიყურება ვიდრე სწრაფი კვება.“

ესპანეთის ქალაქების სიმჭიდროვე ხალხს მეტი მოძრაობისკენ უბიძგებს, რადგან როგორც წესი მაღაზიები და რესტორნები ხალხის საცხოვრებლებიდან ფეხით რამდენიმე წუთის სავალზეა.

“როდესაც მოსკოვიდან ბარსელონაში გადავედი, შევნიშნე რომ ხალხი აქ უფრო სიარულსა და ველოსიპედით სეირნობას ანიჭებს უპირატესობას. იმის მაგივრად რომ საკუთარი სატრანსპორტო საშუალება გამოიყენონ, ისინი რამდენიმე კვარტალს ფეხით გადიან და საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობენ,“ ამბობს მარინა მანასიანი, Barcelona Eat Local Food Tours-ის თანა-დამფუძნებელი. “ამგვარად თქვენს უჯრედებს ჯანგბადით ავსებთ და ნახშირბადის კვალს კი საგრძნობლად ამცირებთ.“



– ესპანეთის ქალაქების სიმჭიდროვის გამო ხალხი უპირატესობას სიარულსა და ველოსიპედით სეირობას ანიჭებს, ხოლო საკუთარ სატრანსპორტო საშუალებას ნაკლებად იყენებენ.

სინგაპური

ქვეყნის თანამედროვე სამედიცინო დაწესებულებებსა და რასაც ქვია “სასწაულ“ ჯანდაცვის სისტემაზე ფართო ხელმისაწვდომობის წყალობით, სინგაპურელები უფრო დიდხანს ცხოვრობენ ვიდრე აქამდე, საშუალოდ 83.1 წლის ასაკამდე. ამ ქვეყანას დედებისა და ახალშობილების დაღუპვის ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელი აქვს მსოფლიოში, და მათი ჯანდაცვის სისტემა პროფილაქტიკურ მოვლაზეა ფოკუსირებული.

“ ‘სასწაულ” ჯანდაცვის სისტემაზე ფართო ხელმისაწვდომობის წყალობით, სინგაპურელები უფრო დიდხანს ცხოვრობენ ვიდრე აქამდე.“

სიცოცხლის გახანგრძლივებაში თავისი კულტურა და ხელმისაწვდომი ქალაქური გარემოც უწყობთ ხელს. “ნახავთ რომ უამრავი ხალხი სპორტდარბაზებში დადის ან საზოგადოებრივ პარკებში ვარჯიშობენ, ასეთი პარკები კი აქ საკმაოდ ბევრია,“ ამბობს ბინო ჩუა, ამჟამინდელი მაცხოვრებელი და I Wander-ის მოგზაურ-ბლოგერი. ცოტა ხნის წინ ქვეყანაში პირველი თერაპევტული პარკი გაიხსნა, რომლის მიზანიც მოზარდებს შორის სტრესის შემცირებასა და გონებრივი კეთილდღეობის გაუმჯობესებაში მდგომარეობს.

სინგაპურში არაჯანსაღი ჩვევების შენარჩუნება საკმაოდ ძნელია. “ემიგრანტებმა უნდა გაითვალისწინონ რომ აქ ‘მავნებლობა’ ბევრად უფრო ძვირი ჯდება,“ ამბობს ჩაუ. “სიგარეტი და ალკოჰოლი მძიმედ იბეგრება და ამიტომ ისინი აქ ბევრად მეტი ღირს ვიდრე სხვა ქვეყნებში.“



– სინგაპურში უამრავი საზოგადოებრივი პარკია, სადაც მაცხოვრებლები სუფთა ჰაერზე ვარჯიშობენ.

შვეიცარია

მამაკაცები შვეიცარიაში უფრო უკეთესად ცხოვრობენ ვიდრე მსოფლიოს სხვა ნებისმიერ წერტილში, ისინი საშუალოდ 81 წლამდე ცხოვრობენ. როგორც ევროპის ერთ-ერთ ყველაზე მდიდარ ქვეყანას, მას მაღალი ხარისხის ჯანდაცვის სისტემა, ძლიერი პირადი უსაფრთხოება და კეთილდღეობის კარგი შეგრძნება აქვს, რაც მაღალი რანგის ჩამოყალიბებას უწყობს ხელს – ზოგიერთი კვლევა ერთ-ერთი წამყვან ფაქტორად ქვეყანაში ყველისა და რძის პროდუქტების გამოყენების მაღალ დონესაც მიიჩნევს.

“მამაკაცები შვეიცარიაში უფრო უკეთესად ცხოვრობენ ვიდრე მსოფლიოს სხვა ნებისმიერ წერტილში.“

თუმცა, შეიძლება ქვეყანა კარიერაზე ძალიან ორიენტირებული იყოს, ბევრი ემიგრანტი ქვეყნის ბევრი საერთაშორისო შტაბ-ბინიდან ერთ-ერთში სამუშაოდ ჩადის, მისი ცენტრალური მდებარეობა კი დასასვენებლად ხშირად გასვლას აადვილებს. “ეს კარიერული მწვერვალი ჭკვიანურადაა განლაგებული“ ამბობს გატი, რომელიც ასევე შვეიცარიაში ცხოვრობს. “აქ ცხოვრება საშუალებას მოგცემთ რომ შაბათ-კვირას შესანიშნავი მოგზაურობა მოიწყოთ მთელი კონტინენტის მასშტაბით და უმშვენიერეს ალპებში დრო სუფთა ჰაერზე გაატაროთ. აქ “მთელს პლანეტაზე ყველაზე საუკეთესო“ კერძო სკოლებია,“ დაამატა მან, რაც აქაურობას ახალგაზრდა ოჯახებისთვის უფრო მიმზიდველს ხდის.



-თუმცა, შეიძლება შვეიცარია კარიერაზე ძალიან ორიენტირებული იყოს, ხოლო როცა თქვენთან ახლოს ალპებია, დროის სუფთა ჰაერზე გატარებაც უფრო იოლია.

სამხრეთ კორეა

ბოლოს ჩატარებული კვლევის მიხედვით, სამხრეთ კორეა პირველი ქვეყანაა სადაც სიცოცხლის ხანგრძლივობის საშუალო მაჩვენებელმა 90 წლამდე მიაღწია. ეს ყველაფერი კი ძლიერმა და მზარდმა ეკონომიკამ, ფართოდ ხელმისაწვდომმა ჯანდაცვამ და შედარებით დაბალმა არტერიულმა წნევამ განაპირობა, რომელიც დასავლური ქვეყნებისგან მისი ტრაექტორიის გამო განსხვავდება.

ქვეყანას ასევე ფერმენტირებული საკვებით მდიდარი რაციონი აქვს, რომელიც როგორც ამბობენ ქოლესტერინის დონეს ამცირებს, ზრდის იმუნიტეტსა და ხელს უშლის კიბოს წარმოქმნას. “მთლიანობაში, კორეული საკვები მდიდარია ბოჭკოვანი და მკვებავი ნივთიერებებით,“ ამბობს ჰოჰები.

“ სამხრეთ კორეა პირველი ქვეყანაა სადაც სიცოცხლის ხანგრძლივობის საშუალო მაჩვენებელმა 90 წლამდე მიაღწია.“

მაცხოვრებლები ამბობენ, რომ საზოგადოებისკენ მიმართული კულტურული ორიენტირი და მათთან დაკავშირებული ტრადიციები აქაური ყოველდღიური ცხოვრების ხარისხზე ზეგავლენას ახდენს. “ The Jimjilbang(საზოგადოებრივი აბანო) ხალხს აერთიანებს და მათ დასვენებაში, ურთიერთობაში და სტრესის შემცირებაში ეხმარება,“ ამბობს კამილა ჰოჰები, Wellness Tourism Worldwide-ის დამფუძნებელი. “სამხრეთ კორეაში შეგნების საერთო მნიშვნელობა არსებობს, რომელიც როგორც ბუდისტური აზროვნებიდან, ასევე ინდივიდუალიზმის წინააღმდეგ თანამშრომლობის კულტურის საერთო დამოკიდებულებიდანაც მოდის.“



– კორეელებს ფერმენტირებული საკვებით მდიდარი რაციონი აქვთ, რომელიც როგორც ამბობენ ქოლესტერინის დონეს ამცირებს, ზრდის იმუნიტეტსა და ხელს უშლის კიბოს წარმოქმნას.

წყარო: news.geскачать dle 10.5фильмы бесплатно









Create Account



Log In Your Account