რამზან კადიროვი სტალინის ნეშტის საქართველოსთვის გადაცემის ინიციატივით გამოვიდა


plane
ავტორი: zuka | 23-11-2017, 01:08

ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვი სტალინის ნეშტის საქართველოსთვის გადაცემის ინიციატივით გამოვიდა.

როგორც „ინტერფაქსთან“ ინტერვიუში ჩეჩნეთის რესპუბლიკის ლიდერი ამბობს, სტალინის ნეშტი საქართველოს უნდა გადაეცეს, ლენინი უნდა დამარხონ, ხოლო ნიკიტა ხრუშჩოვის ხსოვნა ფედერალურ დონეზე უნდა უკვდავყონ.

„სტალინის ნეშტს რაც შეეხება, უნდა გამოვიჩინოთ კეთილი ნება და საქართველოს უნდა გადავცეთ, რომ სამშობლოში დაკრძალონ. საქართველო იყო საბჭოთა კავშირის წევრი, რომლის მეთაურიც იყო სტალინი. ამიტომ ლოგიკური და სამართლიანი იქნება, თუ საქართველოს ექნება მისი დაკრძალვის უფლება, ხოლო მილიონობით რუსი თავისუფლად ამოისუნთქავს, როდესაც გაიგებს, რომ სტალინის სულმა რუსეთი დატოვა”, – ამბობს კადიროვი.скачать dle 10.5фильмы бесплатно









Create Account



Log In Your Account