ზოდიაქოს ნიშანი - ტყუპები


plane
ავტორი: admin | 17-11-2017, 19:29

ტყუპები ზოდიაქოს რიგით მესამე ნიშანია, უნდა აღინიშნოს, რომ ის პირველია მათ შორის, რომელიც ცხოველის სახით არაა გამოსახული. ამ უკანასკნელის მითიური ამბავი დიოსკურების, ორი ძმის ისტორიას უკავშირდება, მათგან ერთი უკვდავი გახლდათ, ხოლო მეორე კი - მოკვდავი. თავად ზევსს სპარტის მეფე ტინდარევსის მეუღლე შეუყვარდა, ის კვლავ ჭკუას მიენდო, ეს საშუალება ზევსმა ევროპას შემთხვევაშიც გამოიყენა… ამ შემთხვევაში კი, ზევსი - გედად იქცა, ლედემდე სწორად ასე მიაღწია. ლედე - სპარტის მეფის მეუღლე გახლდათ. ამ ლეგედნის მიხედვით კი ლედემ ორი შვილი გააჩინა, აქედან ერთი მეფის, ხოლო მეორე კი ზევსის იყო. ასე იზრდებოდნენ ძმები, მაგრამ აღსანიშნავია, რომ სულ კამათობდნენ და გამოირჩეოდნენ საწინააღმდეგო აზრების მტკიცებით, რაც მუდამ კამათსა და გაუგებრობას იწვევდა.
ტყუპები იწყება - 21 მაისი - 21 ივნისი.
სტიქია - ჰაერი.
მფარველი პლანეტა - მერკური.
მინერალი - ბროლი (კრისტალი).
დევიზი - მე ვფიქრობ, ვგონებ!
ფერები - იისფერი, ნარინჯისფერი.
ტყუპები მართავს - აშშ-ის აღმოსავლეთ ნაწილს.
სუსტი ორგანო - სასუნთქი გზები, ფილტვები.
ოპოზიცია - მშვილდოსანი.
ტყუპები, როგორც ზემოთ აღვნიშნე, ზოდიაქოს მე-3 ნიშანია, როდესაც აღნიშნულზე ვსაუბრობთ, არ შეიძლება, რომ არ ვახსენოთ მათი საოცარი ინტელექტუალური მონაცემები, მას ხშირად აქვს მეტად ორიგინალური აზრები, იდეები, შეხედულებები, ესაა ნიშანი, როემლიც ვერ იტანს ერთფეროვნებას, მერწყულის მსგავსად მასაც უყვარს თავისუფლება, დამოუკიდებლობა, ეს მისთვის მნიშვნელოვანი თვისებებია, რომ კარგად იგრძნოს თავი. ტყუპები ყველაფერთან ერთად ძალიან ცნობისმოყვარეც გახლავთ, ინტერესდება ძირითადად გონივრული იდეებით, საგნებით, ინტელექტუალური თამაშებით, ამგვარი შეჯიბრებებით, ხშირად ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულნი, როდესაც ვინმეს უსმენენ, დროზე ადრე გამოაქვთ ხოლმე დასკვნები და, რაც მთავარია, მათი დიაგნოზი არის ზუსტი და უშეცდომო, გასაკვირი არცაა, ისინი ხომ თვით მერკურის შვილები არიან... მათი კიდევ ერთი ძლიერი მხარე არის ის, რომ ხშირად ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულნი, განსაკუთრებით მანდილოსნები, არიან ლამაზნი და დიდი ხნის მანძილზე ინარჩუნებენ ბრწყინვალე ვიზუალურ ფორმას, შესახედაობას, სტილიც მეტად დახვეწილი და, ამავდროულად, საუცხოო აქვთ. ტყუპს არ სჩვევია ერთი და იმავე საქმის დიდი ხნით კეთება, დაყოვნება, ეს მხოლოდ საქმეს არ ეხება, აღნიშნული, შესაძლოა, ქვეყანასაც კი შეეხოს, არ უყვარს, როდესაც სულ ერთ პოზიციაზეა, მას სჭირდება სიახლე ისევე, როგორც დანარჩენ სხვა ჰაერის ნიშნებს, თუ ასე არ იქნება, მისთვის მატერიალურ სამყაროში ყოფნას ნაკლებად ექნება აზრი. როდესაც ჩვენ ვეხებით ზოდიაქოს ამ ნიშანს, ძალიან ბევრ ადამიანს არ მოსწონს მათი რამდენიმე თვისება, კონკრეტულად კი - გაორება, ორაზროვნობა, ზერელე, ზედაპირული დამოკიდებულება საქმისადმი, აღენიშნებათ ორჭოფობა და არამდგრადობა, აზრის ხშირი ცვლა, ეს ის ნიშანთვისებებია, რომელებიც მათ უარყოფით ხასიათში ზის, ამიტომ, ეს ნიშანი უნდა ეცადოს მის გაუმჯობესებას, რათა უკეთ დაიმკვიდროს ადგილი სოციუმში. ხალხი ვახსენეთ და მას არ აკლია მეგობრები, მისი ხასიათიდან გამომდინარე, ის საზოგადოებისთვის მისაღები წევრია, მაგრამ თუ გაუფუჭდა ადამიანთან ურთიერთობა, ეს სწორედ ამ ნიშანთვისებების ბრალია, რასაც თავად ავლენს ხოლმე... ტყუპებს აქვთ ძალიან დიდი ნიჭი ლიტერატურისა, ასევე ის გახლავთ ძალიან კარგი ჟურნალისტი, აღნიშნულს პროფესიულ დონეზე სწორედ იგი განაგებს. ასევე, კარგად გამოსდის რეკლამირება, ტელევიზია, მასმედია, ეს მისი სფეროა, შესაბამისად, მანდ აქვს წარმატება, მაშასადამე - დაფასებაც. მათი კიდევ ერთი მეტად დიდი თვისება გახლავთ ის, რომ აქვთ არაჩვეულებრივი ადაპტაციის უნარი, სადაც არ უნდა იყვნენ, შეუძლიათ შეეგუონ გარემოს, თუმცა, იქ უნდა იყოს თავისუფალი და ავლენდეს თავის ორიგინალურ ნიჭს. ისინი ყოველთვის ინტერესდებიან ახალ-ახალი ამბებით, ინტრიგებით, ე. წ. ჭორებით და სხვა... უყვარს მეგობრებთან და ახალ გააცნობილებთან ერთად საუბარი სხვადასხვა თემებზე, ესეც მისი სტიქიაა... სიყვარულში კი მეტად არაპროგნოზირებადი გახლავთ, რადგან ხანგრძლივი და მყარი ურთიერთობა ხშირად არ აქვთ, თავად არ მიჰყავთ აქამდე საქმე, რადგან ესაჭიროებათ მუდმივი ცვლილება და სიახლე პირად ურთიერთობებშიც. მისთვის უმჯობესი იქნება, თუ შედარებით გვიან შექმნის ოჯახს, ვიდრე ნაადრევ ასაკში, მაგრამ ვერასდროს ვერ შეეგუება ის ტრადიციულ მეუღლეს, რომელიც არაა მოძრავი და არ უყვარს სიახლე, ასე ეს უკანასკნელი ვერ იქნება ბედნიერი. სწორედ ასეთი ინტელექტუალური, მეგობრული, სიახლის მოყვარული, ნიჭიერი, ჭკვიანი ნიშანი გახლავთ ტყუპები, ამიტომ იმსახურებს ის, როგორც ყველა სხვა ნიშანი დაფასებას და პატივისცემას.
სტატიაში გამოყენებული მაქვს ბერძნული მითოლოგიის ლიტერატურა.скачать dle 10.5фильмы бесплатно









Create Account



Log In Your Account