13-19 ნოემბრის მოულოდნელი ასტროლოგიური პროგნოზი ქეთი ვაწაძისგან


plane
ავტორი: zuka | 15-11-2017, 21:49

გთავაზობთ კვირის ზოგად მიმოხილვას, ზოგად ტენდენციებს და შეგახსენებთ, რომ უფრო კონკრეტული სურათის შედგენა, ვის როგორი პერიოდი ელოდება, მხოლოდ პირადი რუკის ანალიზით არის შესაძლებელი.
ვერძი
ვერძებმა შეიძლება თავი უხასიათოდ იგრძნონ, განსაკუთრებით პირველი დეკადის ვერძებმა (23 მარტი-1 აპრილი), მაგრამ სასურველია, არ აჰყვნენ მელანქოლიურ გუნება-განწყობილებას და ენერგია ყოველდღიურ საქმიანობაზე მიმართონ, პარტნიორულ ურთიერთობებში სიფრთხილე გამოიჩინონ.

კურო
ოპოზიციურ პერიოდში, კუროები თავს არც ისე ენერგიულად იგრძნობენ. აუცილებელია ზედმეტ სიამოვნებაზე უარის თქმა და ყურადღების მიქცევა ჯანმრთელობისთვის. ამ კვირაში შესაძლოა, ბევრი მაცდური იდეა მოუვიდეთ თავში, ან მაცდური წინადადებებიც კი მიიღონ, ამიტომ, არ უნდა აჰყვნენ ცდუნებებს და საკუთარ სიმშვიდეზე იზრუნონ.

ტყუპები
მიუხედავად იმისა, რომ ან კვირაში ტყუპებს არცთუ ისე სასიამოვნო ხალხთან უწევთ ურთიერთობა, ისინი არ კარგავენ ხალისიან განწყობასა და ტონუსს. კარგია, თუ არ აჰყვებიან ჭორებსა და მითქმა-მოთქმებს, უნდა მიჰყვნენ პრინციპს: ძაღლი ყეფს, ქარავანი მიდის.

კირჩხიბი
კირჩხიბები კარგ ტონუსსა და ენერგიის მოზღვავებას იგრძნობენ კვირის მანძილზე. გაუძლიერდებათ ოპტიმიზმი. კარგი იქნება, სასიკეთოდ გამოიყენონ ეს მეტად პოზიტიური პერიოდი, იმოქმედონ.

ლომი
ლომების ფსიქიკური ენერგია არცთუ ისე მაღალია, რის გამოც შეიძლება ადვილად გაღიზიანდნენ. აუცილებელია, საკუთარ ქმედებებსა და სიტყვებს დაუკვირდნენ. თავი მოარიდონ ალკოჰოლსა და ზედმეტ გართობას.

ქალწული
ქალწულების ენერგია და განწყობა მაღალია, თუმცა შესაძლოა, ძალზე თვითკრიტიკულები ან კრიტიკულები გახდნენ გარემოს მიმართ. მათთვის აუცილებელია, მოდუნდნენ და თავს უფლება მისცენ, ცოტა მაინც დაისვენონ, განიტვირთონ.

სასწორი
სასწორები შედარებით უკეთ იგრძნობენ თავს კვირის ბოლოსკენ. შეიძლება საკონფლიქტო სიტუაციებშიც ამოყონ თავი. ამიტომ მაქსიმალურად უნდა შეეცადონ კონფლიქტების არიდებას, შეინარჩუნონ წონასწორობა. ბევრისთვის ეს საკმაოდ აქტიური კვირაც კი შეიძლება იყოს.

მორიელი
ზოგი მორიელისთვის დაბადების დღის წინა პერიოდია და ცოტა რთულად მიმდინარეობს. დაბადების დღის შემდეგ, მათი მდგომარეობა გამოსწორდება. მორიელთა უმეტესობისთვის კი ახალი შესაძლებლობების, წარმატებების პერიოდია. მაქსიმალურად უნდა გამოიყენონ ეს დრო ახალი ეტაპისთვის.

მშვილდოსანი
ამ კვირაში მშვილდოსნები თავს ცოტა დაძაბულად ან უენერგიოდ იგრძნობენ, ზოგს ენერგიის შესავსებად შესაძლოა, მოგზაურობის სურვილი გაუჩნდეს, თუმცა სიფრთხილე უნდა გამოიჩინონ გზებზე და ზოგადადაც, მშვილდოსნის ნიშნის დადგომამდე.

თხის რქა
თხის რქებისთვის საქმიანობით დატვირთული კვირა იქნება, შესაძლოა ცვლილებების სურვილი გაუჩნდეთ ცხოვრების სხვადასხვა სფეროში. თხის რქებს ამ ეტაპზე წარმატების მიღწევის ბევრი შესაძლებლობა მიეცემათ, ამიტომ მხოლოდ კარგი აწონ-დაწონის შემდეგ უნდა გამოიყენონ ახალი შესაძლებლობები.

მერწყული
მერწყულები კომფორტულად არ გრძნობენ თავს მორიელის ზონაში. ამიტომ ამ ეტაპზე სჯობს, ყურადღება გადაიტანონ საკუთარ გატაცებებსა და ინტერესებზე. თავი შეიკავონ ზედაპირული რომანებისა და ფლირტისგან.

თევზები
თევზებს კარგი გუნება განწყობილება ექნებათ მთელი კვირის მანძილზე, პოზიტივის მომძლავრება, ენერგიულობა. თევზებმა თავს უფლება არ უნდა მისცენ, დრო უნაყოფოდ ხარჯონ ოცნებებსა და უმოქმედობაში. აუცილებელია, ეს სასიკეთო პერიოდი მიმდინარე საქმეებისა და დაგროვილი პრობლემების მოსაგვარებლად გამოიყენონ.



წარმატებები თქვენ!
ავტორი: ქეთი ვაწაძე

წყარო: funtime.geскачать dle 10.5фильмы бесплатно









Create Account



Log In Your Account