თვითმხილველების ვარაუდით, მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის ბაღში არასრულწლოვნის დაჭრას წინ მოზარდებს შორის ურთიერთშელაპარაკება უძღოდა


plane
ავტორი: mazma | 19-12-2017, 16:34

მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე სამართალდამცველები, ექსპერტ-კრიმინალისტები და მერიის უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლები მუშაობენ.

არასრულწლოვნის დაჭრის გამო, პირველი რესპუბლიკის სახელობის ბაღი დროებით დაიკეტა. თვითმხილველთა განცხადებით, მომხდარს წინ, სავარაუდოდ, მოზარდებს შორის ურთიერთშელაპარაკება უძღოდა.

მათივე განცხადებით, უშუალოდ არაფერი დაუნახავთ, თუმცა გაიგონეს სავარაუდოდ, არასრულწლოვანი გოგონას ყვირილის ხმა, რომელიც დასახმარებლად სამართალდამცველებს იხმობდა.

„უშუალოდ ბაღში რა მოხდა, ვერ დავინახე. მე გავიგონე გოგონას ყვირილის ხმა, რომელიც შემდგომ ტერიტორიიდან გამოვარდა და პოლიციას სთხოვდა დახმარებას. როგორც გავიგეთ, დაჭრეს ერთ-ერთი ბიჭი და სავარაუდოდ, ამ ინციდენტში რამდენიმე პირი მონაწილეობდა. სხვა არაფერი არ ვიცი“, - განუცხადა „ინტერპრესნიუსს“ ერთ-ერთმა თვითმხილველმა.

ამასთან, როგორც „ინტერპრესნიუსს“ პირად საუბრებში თბილისის მერიის უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელმა განუცხადა, ბაღის შიდა ტერიტორიაზე ვიდეო სათვალთვალო კამერები განლაგებული არ არის.скачать dle 10.5фильмы бесплатно









Create Account



Log In Your Account