ილია ელოშვილი ახალი ვიცე მერი იქნება


plane
ავტორი: mazma | 19-12-2017, 15:56

თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის ახალ მერად ენერგეტიკის ყოფილი მინისტრი ილია ელოშვილი დანიშნა. ვიცე მერის თანმდებობა მერიაში მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც გიგა ნიკოლეიშვილმა დატოვა პოსტი და შსს-ს დაცვის პოლიციის უფროსად დაინიშნა.
„მინდა წარმოგიდგინოთ მერის მოადგილის თანამდებობაზე ილია ელოშვილის კანდიდატურა. ის წლების განმავლობაში, ჩემთან ერთად, ენერგეტიკის სამინისტროში მინისტრის მოადგილედ მუშაობდა. ჩვენ 2012 წლიდან ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი განვახორციელეთ და საქართველოს ენერგეტიკის წინსვლაში მისი დიდი დამსახურებაა. იმედი მაქვს, რომ ერთიანი ძალისხმევით, ახალი ენერგიით, ჩვენი დედაქალაქის წინსვლისა და განვითარებისთვის ძალიან ბევრს გავაკეთებთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, ქალაქის განვითარებისა და წინსვლისთვის ძლიერი გუნდი მნიშვნელოვანია, რომელიც პროფესიონალებით, კომპეტენტური და პატიოსანი ადამიანებით უნდა იყოს დაკომპლექტებული.
„ჩვენ წინასაარჩევნოდ შვიდპუნქტიანი გეგმა გვქონდა წარმოდგენილი, სადაც ყველა ის მიმართულება იყო გაწერილი, რომელიც ჩვენს დედაქალაქს აწუხებს. შესაბამისად, მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში, ჩემი გუნდით აქტიურად მივიღებთ მონაწილეობას ამ პროექტების განხორციელებაში. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო გიგა ნიკოლეიშვილს, რომელიც მერის მოადგილის თანამდებობას იკავებდა. ის დაცვის პოლიციას უხელმძღვანელებს და მინდა მას მომავალ საქმიანობაში წარმატებები ვუსურვო“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.
ილია ელოშვილმა თბილისის მერს გამოცხადებული ნდობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ეს მისთვის დიდი პასუხისმგებლობაა.
„ეს პირველ რიგში, ჩემთვის უდიდესი პასუხისმგებლობაა. ძალიან ბევრი საქმეა გასაკეთებელი და მიხარია, რომ ვარ იმ გუნდში, რომელშიც ძალიან დიდ ენერგიასა და მონდომებას ვხედავ. ვეცდები, თქვენი იმედები ყველანაირად გავამართლო“, - აღნიშნა ილია ელოშვილმა.скачать dle 10.5фильмы бесплатно









Create Account



Log In Your Account