ელ რიადმა სამეფო სასახლეზე დამიზნებული რაკეტა ჩამოაგდო


plane
ავტორი: mazma | 19-12-2017, 15:50

საერთაშორისო კოალიცია, რომელსაც საუდის არაბეთი ხელმძღვანელობს, აცხადებს, რომ სამთავრობო ძალებმა იემენელი აჯანყებული ხუსიტების მიერ ელ რიადის სამეფო სასახლის მიმართულებით გამოშვებული ბალისტიკური რაკეტა ჩამოაგდეს. ინფორმაციას ამის შესახებ "სკაი ნიუს არაბია" ავრცელებს. რაკეტის ჩამოგდებამდე ინფორმაცია მისი გაშვების შესახებ ტვიტერში ხუსიტების მოძრაობა ანსარ ალაჰის წარმომადგენელმა მუჰამად აბდუსალამმა გაავრცელა. ბალისტიკური რაკეტა ელ რიადის სამხრეთით იქნა ჩამოგდებული.скачать dle 10.5фильмы бесплатно








Create Account



Log In Your Account