პატრიარქი: წმინდა ნიკოლოზი ეხმარება ყველას, ვინც რწმენით მიმართავს


plane
ავტორი: mazma | 19-12-2017, 12:47

სამების საკათედრო ტაძარში, წმინდა ნიკოლოზის ხსენების დღესასწაულთან დაკავშირებით, საზეიმო წირვა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ აღავლინა, რის შემდეგაც მრევლს ტრადიციული ქადაგებით მიმართა:

„გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს, ნიკოლოზობას. წმინდა ნიკოლოზი არის სწრაფად შემწე, ეხმარება ყოველ ადამიანს, რომელიც რწმენით და სიყვარულით მიმართავს მას დახმარებისათვის.

არ შეიძლება, რომ არ დაეხმაროს წმინდა ნიკოლოზი. არაქრისტიანებსაც ეხმარება. ღმერთმა ინებოს, რომ ჩვენი განსაცდელი, მწუხარება, რომელიც არის რომელიმე ოჯახში, მწუხარება სიხარულით შეიცვალოს წმინდა ნიკოლოზის ლოცვით. დალოცვილი და გახარებული იყავით. ჩვენთან არს ღმერთი“, – აღნიშნა პატრიარქმა.
скачать dle 10.5фильмы бесплатно









Create Account



Log In Your Account