პარლამენტი პრეზიდენტს პარლამენტის რიგგარეშე სხდომის მოწვევის თხოვნით მიმართავს


plane
ავტორი: mazma | 18-12-2017, 20:29

პარლამენტი პრეზიდენტს პარლამენტის რიგგარეშე სხდომის მოწვევის თხოვნით მიმართავს, - ამის შესახებ ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა ბიუროს დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, თხოვნა პრეზიდენტს ხვალ გადაეგზავნება და პარლამენტის მოთხოვნა იქნება, რომ სხდომა გაგრძელდეს დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების ამოწურვამდე.
“ხვალ მივმართავთ პრეზიდენტს რიგგარეშე სხდომის მოწვევის თაობაზე. როგორც იცით, რიგგარეშე სესიაზე ვმუშაობთ წინასწარ დამტკიცებული დღის წესრიგით. შესაბამისად, ჩვენ მოვითხოვთ, რომ რიგგარშე სესია გაგრძელდეს 21 დეკემბრის 12:00 საათიდან დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების ამოწურვამდე. ამიტომ შესაძლებელია, რომ მუშაობა გაგრძელდეს შაბათს და კვირასაც“, - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.
პარლამენტი რიგგარშე სხდომაზე მთავრობის განახლებულ შემადგენლობას განიხილავს.скачать dle 10.5фильмы бесплатно









Create Account



Log In Your Account