პროკურატურაში მისულმა მიხეილ სააკაშვილმა დაკითხვაზე უარი თქვა


plane
ავტორი: mazma | 18-12-2017, 12:06

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა უკრაინის გენერალურ პროკურატურაში საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება ჩაშალა. ამის შესახებ ტელეარხ „112 უკრაინას“ ეთერში პროკურორმა ალექსანდრე გოვორუშჩაკმა განაცხადა.

დღეს სააკაშვილი მივიდა პროკურატურაში, შენობის ჰოლში ის ჟურნალისტებს გაესაუბრა, მაგრამ დაკითხვაზე უარი განაცხადა და შენობა დატოვა.

„სააკაშვილმა საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება ჩაშალა. ის გენერალური პროკურატურის სამსახურებრივ კაბინეტში იყო გამოძახებული, მაგრამ მხოლოდ საგამშვებო პუნქტზე მივიდა, შემდეგ კი საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებაზე უარი თქვა“, - განაცხადა გოვორუშჩაკმა.скачать dle 10.5фильмы бесплатно









Create Account



Log In Your Account