“ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაციამ“ აღმოსავლეთ იერუსალიმი პალესტინის დედაქალაქად აღიარა


plane
ავტორი: mazma | 13-12-2017, 19:41

ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაციამ აღმოსავლეთ იერუსალიმი პალესტინის დედაქალაქად აღიარა. ამის შესახებ საუბარია რეზოლუციაში, რომელიც ორგანიზაციის საგანგებო სამიტზე მიიღეს.

ორგანიზაციამ ყველა ქვეყანას მოუწოდა, ასევე, აღიარონ პალესტინის სახელმწიფო და აღმოსავლეთ იერუსალიმი მის ოკუპირებულ დედაქალაქად. ამის შესახებ Hurriyet იუწყება.

რეზოლუციაში აღნიშნულია, რომ აშშ-მა დაკარგა შუამავლის როლი ახლო აღმოსავლეთში. ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაცია მოუწოდებს ვაშინგტონს, შეცვალოს იერუსალიმთან დაკავშირებული გადაწყვეტილება და აფრთხილებს, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში, ყველა შედეგზე პასუხისმგებლობა ამერიკას დაეკისრება.

აღსანიშნავია, რომ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა „ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაციის“ სამიტზე საერთაშორისო თანამეგობრობას იერუსალიმის პალესტინური სახელმწიფოს დედაქალაქად აღიარებისკენ მოუწოდა.скачать dle 10.5фильмы бесплатно









Create Account



Log In Your Account