ნადეჟდა სავჩენკო მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ


plane
ავტორი: mazma | 13-12-2017, 11:03

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გარშემო შექმნილ სიტუაციას უკრაინელი დეპუტატი ნადეჟდა სავჩენკო გამოეხმაურა.
მისი თქმით, სააკაშვილის ინიციატივით მიმდინარე აქციები უკრაინის დამცირებაა.

„უკრაინის საგარეო პოლიტიკის ჭრილში სააკაშვილის მოქმედებები უკრაინის დამცირებაა. მას სააშკარაოზე გამოაქვს ხელისუფლების უნიათობა, ქაოსი და კორუფცია“, - განაცხადა სავჩენკომ უკრაინული ტელეარხის NewsOne-ის ეთერში.

მისი თქმით, სააკაშვილის მოქმედებების უკან წმინდა პოლიტიკური გათვლა დგას, რომელსაც სხვა დეპუტატები ხელისუფლებაში მოსახვედრად იყენებენ, კიევს კი აღნიშნულ სიტუაციასთან გამკლავება არ შეუძლია და უკრაინის სისუსტეს მთელი მსოფლიო ხედავს.скачать dle 10.5фильмы бесплатно









Create Account



Log In Your Account