მიხეილ სააკაშვილი გაათავისუფლეს


plane
ავტორი: mazma | 12-12-2017, 09:19

კიევის პეჩერსკის სასამართლომ უკრაინის პროკურატურის მოთხოვნა, მიხეილ სააკაშვილისთვის შინაპატიმრობის შეფარდების შესახებ არ დააკმაყოფილა. შესაბამისად, სააკაშვილი სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა.

სააკაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო გუშინ რამდენიმე საათის განმავლობაში მსჯელობდა.

პროცესს თავად ბრალდებული სააკაშვილიც ესწრებოდა, თუმცა ის განსასჯელთა საკანში არ მოუთავსებიათ და ადვოკატების გვერდით დასვეს.

აღკვეთის ღონისძიების სახით შინაპატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს ბრალდების მხარემ მიმართა. სასამართლო პროცესს ესწრებოდნენ საქართველოს ყოფილი პირველი ლედი, მიხეილ სააკაშვილის მეუღლე სანდრა რულოვსი და უკრაინის ოპოზიციის ლიდერები, მათ შორის იულია ტიმოშენკო.

მიხეილ სააკაშვილი კიევში 8 დეკემბერს, ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში დააკავეს.скачать dle 10.5фильмы бесплатно









Create Account



Log In Your Account