რუსთავში პოლიციელს თავს დაესხნენ


plane
ავტორი: mazma | 11-12-2017, 09:24

რუსთავში სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს პოლიციის თანამშრომელი დაშავდა. გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა ორი დღის წინ მოხდა. პოლიციელს თავის არეში დაზიანება, წინასწარი ინფორმაციით, ბლაგვი საგნით აქვს მიყენებული. ის თავდაპირველად კლინიკა "რუსთავში" მიიყვანეს, გუშინ კი თბილისში, ინგოროყვას სახელობის კლინიკაში გადაიყვანეს.

როგორც ”ინტერპრესნიუსს” შსს-ში განუცხადეს, პოლიციელზე თავდასხმის ფაქტზე დაკავებულია ერთი პირი. საქმე სსკ-ის 353-ე პრიმა მუხლით აღიძრა და მიმდინარეობს გამოძიება.скачать dle 10.5фильмы бесплатно









Create Account



Log In Your Account