ილია მეორე - არ არის საკმარისი ბავშვებმა სკოლაში ცოდნა მიიღონ, აღზრდას უნდა მივაქციოთ ყურადღება


plane
ავტორი: mazma | 10-12-2017, 13:09

ილია მეორე - არ არის საკმარისი ბავშვებმა სკოლაში ცოდნა მიიღონ, აღზრდას უნდა მივაქციოთ ყურადღება სკოლაში უნდა იყოს, ალბათ, რელიგიის ისტორია, სულიერების საკითხები - ასეთი შემთხვევები არ უნდა განმეორდეს საქართველოში, -ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ საკვიროა ქადაგებისას განაცხადა, სადაც ის 51-ე სკოლასთან მონხდარ ტრაგედიას გამოეხმაურა.
მისმა უწმინდესობამ მომხდარს ძალიან მძიმე შემთხვევა უწოდა.
"არასრულწლოვანმა ბავშვებმა დახოცეს ერთმანეთი, ორი მიცვალებულია. ეს კიდევ ერთხელ მეტყველებს იმის შესახებ, რომ ჩვენ განსაკუთრებული ყურადღება უნდა მივაქციოთ ბავშვების აღზრდას. არ არის საკმარისი ცოდნა მიიღონ სკოლაში, აღზრდას უნდა მივაქციოთ ყურადღება და განსაკუთრებით სულიერ აღზრდას. ალბათ, ჩვენმა ხელისუფლებამ უნდა იფიქროს ამის შესახებ, სკოლაში უნდა იყოს რელიგიის ისტორია, სულიერების საკითხები, ასეთი შემთხვევები არ უნდა განმეორდეს საქართველოში. ღმერთმა ნათელში ამყოფოს გარდაცვლილთა სულები",- განაცხადა პატრიარქმა.скачать dle 10.5фильмы бесплатно









Create Account



Log In Your Account