უკრაინის გენპროკურორი - მიხეილ სააკაშვილის აქციების მიზანი უკრაინაში ხელისუფლების დამხობა იყო


plane
ავტორი: mazma | 5-12-2017, 13:47

მიხეილ სააკაშვილის აქციების მიზანი უკრაინაში ხელისუფლების დამხობა იყო, - ამის შესახებ უკრაინის გენერალურმა პროკურორმა იური ლუცენკომ განაცხადა.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის გუნდის დაფინანსებას უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის, ვიქტორ იანუკოვიჩის წარმომადგენლები ახორციელებდნენ. კერძოდ, მან დაასახელა გაქცეული ოლიგარქი, სერგეი კუჩენკო.

როგორც ლუცენკომ განაცხადა, აღნიშნული მიზნებისათვის მიხეილ სააკაშვილის გარემოცვამ დაახლოებით 500 ათასი აშშ დოლარი მიიღო.


საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი უკრაინაში დღეს დააკავეს.скачать dle 10.5фильмы бесплатно









Create Account



Log In Your Account