ევში სამართალდამცველებმა სააკაშვილის მომხრეების წინააღმდეგ ე.წ. წიწაკის აირი გამოიყენეს


plane
ავტორი: mazma | 5-12-2017, 12:45

კიევში, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილს სახლთან სიტუაცია კვლავ დაძაბულია. ავტომობილში, რომელშიც დაკავებული საქართველოს მესამე პრეზიდენტი იმყოფება მის მომხრეებს ალყაში ჰყავთ მოქცეული და გადაადგილების საშუალებას არ აძლევენ. სპეცრაზმელებისთვის წინააღმდეგობის გაწევის გამო, სამართალდამცველებმა ე.წ. წიწაკის აირი გამოიყენეს.

სააკაშვილის მხარდამჭერები ერთმანეთს მოუწოდებენ, არ შეჩერდნენ და სამართალდამცველებს არ მისცენ საშუალება, რომ მანქანა, რომელიც სააკაშვილი ზის, ტერიტორიიდან გაიყვანონ.

შეგახსენებთ, რამდენიმე საათის წინ მიხეილ სააკაშვილი დააკავეს. მანქანა, რომელშიც დაკავებული სააკაშვილი იმყოფება ტერიტორიას ვერ ტოვებს, რადგანაც ის ალყაში მის მომხრეებს ჰყავს მოქცეული.

მუხლი, რომლითაც მიხეილ სააკაშვილს ბრალი წაუყენეს, 3-დან 5 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. გარდა ამისა, ამ წუთებში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ცოტა ხნის წინ, მიხეილ სააკაშვილის ერთ-ერთმა მომხრემ ბენზინი გადაისხა და თავის დაწვა სცადა, თუმცა მას, ამის საშუალება მას სამართალდამცველებმა და იქ შეკრებილმა აქტივისტებმა არ მისცეს.
скачать dle 10.5фильмы бесплатно









Create Account



Log In Your Account