მიხეილ სააკაშვილი შენობის სახურავიდან მხარდამჭერებს მიმართავს - არ მისცეთ პოროშენკოს უფლება პუტინის ბრძანებით გამიტაცონ


plane
ავტორი: mazma | 5-12-2017, 10:30

პეტრო პოროშენკოს არ მისცეთ უფლება პუტინის ბრძანებით გამიტაცონ, - ასე მიმართა მიხეილ სააკაშვილმა საცხოვრებელი სახლის სახურავიდან შეკრებილ მხარდამჭერებს.

„არ მისცეთ მათ საშუალება ეს დანაშაული ჩაიდინონ. მათ სურდათ ჩემი გატაცება, მაგრამ არ გამოუვიდათ“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ბინაში ჩხრეკას უკრაინის გენერალური პროკურატურა და უსაფრთხოების სამსახური ატარებს.

„ჩვენი სპეცდანიშნულების რაზმი უზრუნველყოფს გენერალური პროკურატურის მიერ საგამოძიებო ქმედებების ჩატარებას“, - განაცხადა უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის პრესმდივანმა. скачать dle 10.5фильмы бесплатно









Create Account



Log In Your Account