მოსწავლეების მკვლელობის საქმეზე დაკავებული სამი პირის, მათ შორის შსს-ს ყოფილი თანამშრომლისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო სავარაუდოდ დღეს იმსჯელებს


plane
ავტორი: mazma | 5-12-2017, 09:42

ხორავას ქუჩაზე, მოზარდების მვკლელობის საქმეზე დაკავებული სამი პირის, მათ შორის შსს-ს ყოფილი თანამშრომლისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო, სავარაუდოდ, დღეს იმსჯელებს. სამივე პირს ბრალად დანაშაულის შეუტყობინებლობა ედებათ. პროკურატურამ დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე 5 პირი მისცა პასუხისგებაში, თუმცა, ვინაიდან 2 არასრულწლოვანი იყო, ბრალდება მხოლოდ სამ პირს წაეყენა.
დანაშაულის დაფარვის ბრალდებით, შსს-მ სამი პირი გუშინ დააკავა. მათ შორის ერთი შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი თანამშრომელია, რომელიც სავარაუდო დანაშაულის ჩადენის მომენტში უწყების კადრების განკარგულებაში იყო გადაყვანილი. გამოძიება დაკავებულებს დანაშაულის კვალის დაფარვას და მკვლელობაში ბრალდებულ გ.ჯ.-ს მიმალვაში დახმარების გაწევას ედავება.скачать dle 10.5фильмы бесплатно









Create Account



Log In Your Account