პატრიარქი საგანგებო განცხადებას ავრცელებს


plane
ავტორი: mazma | 3-12-2017, 11:57

აუცილებელია, შეიცვალოს ვითარება აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში და რუსეთ-საქართველოს შორის დამოკიდებულება სამართლიანობასა და ურთიერთპატივისცემას დაემყაროს," - ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის სიტყვაში, რომელიც რუსეთის ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომისა და პატრიარქობის აღდგენის 100 წლისთავის იუბილეს ეხება.

ილია მეორის სიტყვა საპატრიარქოს ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.

"რუსეთსა და საქართველოს შორის არსებული დაძაბული პოლიტიკური მდგომარეობის მიუხედავად, ჩვენი ეკლესიები ინარჩუნებენ მეგობრულ დამოკიდებულებასა მაგრამ სიტუაციის განმუხტვისათვის ეს არ არის საკმარისი. როგორც ადამიანი შედგება სულისა და ხორცისაგან, მართლმადიდებლური გაგებით, სახელმწიფოც ასევე წარმოადგენს სასულიერო და საერო მმართველობის ერთობლიობას და, ამასთან, თვითოეული თავისი მიმართულებით მოქმედებს, ოღონდ, ვიმეორებთ, ერთი მიზნისკენ – ღვთისა და ხალხის ერთგული მსახურებისათვის. ხოლო სადაც ეს ასე არ ხდება, იქ ბალანსი ირღვევა და არასწორ გამოვლინებებს აქვს ადგილი, თუნდაც ისეთს, როგორიც ეს იყო რუსეთის ეკლესიის ცხოვრებაში პატრიარქობის აღდგენამდე.
ჩვენ უნდა ვისწავლოთ წარსულისაგან და აღარ გავიმეოროთ იგივე შეცდომები," - ნათქვამია პატრიარქის სიტყვაში.скачать dle 10.5фильмы бесплатно









Create Account



Log In Your Account