ქუთაისში არასრულწლოვანი მოკლეს


plane
ავტორი: mazma | 3-12-2017, 11:50

ქუთაისში წუხელ 17 წლის ახალგაზრდა მოკლეს. დაახლოებით ღამის 2 საათზე დაჭრილი ქუთაისის რეგიონულ კლინიკურ საავადმყოფოში მიიყვანეს. საავადმყოფოს დირექტორის, ირაკლი გოგივას თქმით, მოზარდს ჭრილობა გულის არეში ჰქონდა მიყენებული. საავადმყოფოში მიყვანისას ბავშვი უკვე გარდაცვლილი იყო.

მომხდარს შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ. შსს-ში აცხადებენ,რომ წყალტუბოს რაიონში მომხდარი მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გაიხსნა. „შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1999 წელს დაბადებული ი.ტ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 2 დეკემბერს წყალტუბოს რაიონის სოფელ ოფშკვითში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, დანით გულმკერდის არეში ერთი ჭრილობა მიაყენა 2000 წელს დაბადებულ თ.ბ.-ს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა ი.ტ. თბილისში დააკავეს. გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 108-ე მუხლით). მკვლელობაში ბრალდებულს 7-დან 15 წლამდე პატიმრობას ემუქრება“, - აცხადებენ შსს-ში.скачать dle 10.5фильмы бесплатно









Create Account



Log In Your Account