ჭარის ტაეკვონდოს ფედერაციის წარმომადგენლები საქართველოს ტაეკვონდოს ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტის თანამდებობიდან გათავისუფლებას ითხოვენ


plane
ავტორი: mazma | 2-12-2017, 16:16

აჭარის ტაეკვონდოს ფედერაციის წარმომადგენლები საქართველოს ტაეკვონდოს ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტის სულხან ბაბუაძის თანამდებობიდან გათავისუფლებას ითხოვენ.

როგორც აჭარის ტაეკვონდოს ფედერაციის პრეზიდენტი ირაკლი ცენტერაძე აცხადებს, საქართველოს ეროვნული ტაეკვონდოს ფედერაციამ ბათუმელ სპორტსმენებს წევრობის უფლება იმ მოტივით შეუჩერა, რომ ისინი ეროვნული ფედერაციის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში მონაწილეობას არ ღებულობენ.

ირაკლი ცენტერაძემ ჟურნალისტებთან განმარტა, რომ ტაეკვონდოს ეროვნული ფედერაცია აჭარის ტაეკვონდოს ფედერაციის საქმიანობაში, კონკრეტულად კი მწრთვნელებისა და სპორტსმენებს საქმიანობაში უხეშად ერევა.

"როდესაც ბიუჯეტი დაგვიმტკიცდა საქართველოს ეროვნული ტაკვონდოს ფედერაციას გადავუგზავნე აღნიშნული დოკუმენტი. წლების განმავლობაში ეროვნულ ფედერაციას აჭარის ფედერაციისთვის არანაირი ინვენტარი არ გადმოუცია. ჩვენ ევროპის სამი პრიზიორი გავზარდეთ. მსოფლიო ჩემპიონი ზურაბ კინწურაშვილი გვყავს. არ შეიძლება ასე უსაფუძვლოდ წევრობა შეგვიჩეროთ და დაჩაგროთ სპორტსმენები, მაშინ როდესაც 16-17 დეკემბერს ჩემპიონატი იწყება. ამ ყველაფერს პირად დაპირისპირებას ვუკავშირებთ. საქართველოს ეროვნულ ტაეკვონდოს ფედერაციის საქმიანობასთან დაკავშირებით საჯარო ინფორმაცია გამოვითხოვეთ, სადაც არაერთი ფინანსური უზუსტობა და გაყალბებული ხელმოწერა ფიქსირდება. ვითხოვთ ეროვნული ტაეკვონდოს ფედერაციის პრეზიდენტის თანამდებობიდან გადადგომას", - აცხადებს ირაკლი ცენტერაძე.скачать dle 10.5фильмы бесплатно









Create Account



Log In Your Account