მამა თეოდორე: ამერიკა საკმაოდ კონსერვატორული და ზნეობრივი ქვეყანაა


plane
ავტორი: zuka | 1-12-2017, 11:12

მამა თეოდორე გიგნაძის თქმით, "როდესაც ამერიკაში ჩახვალ და და ძირძველ ამერიკელებს გაიცნობ აღმოაჩენ, რომ ამერიკა საკმაოდ კონსერვატორული, ზნეობრივი ქვეყანაა და შემდეგ გიკვირს ის პროპაგანდა, რომელიც საქართველოში დასავლეთის სახელით ხდება".

"ამერიკაში მეც მომიწია ორჯერ ჩასვლა. იქ რომ ჩადის ადამიანი და შეხვდება ძირძველ ამერიკელებს, აღმოაჩენ, რომ ამერიკა თავისი მსოფლმხედველობით და ცხოვრების წესით საკმაოდ კონსერვატორული, ზნეობრივი ქვეყანაა და მერე გიკვირს თუ ის პროპაგანდა, სიტყვიერი თუ ქმედითი გარკვეული უზნეობისა, რომელიც ძალიან ხშირად აქ სწორედ დასავლეთის სახელით ხდება, მერე გიკვირს ეს როგორ ხდება. როცა შენ იქ ჩადიხარ და ამას ვერ ხედავს. მერე კითხვის ნიშნებს სვამს, რომ როცა ადამიანები ამერიკაში ჩადიან სად ნახულობენ ასეთ რამეს, როდესაც იქ მსგავსი რაღაც არ არის",- განაცხადა მამა თეოდორემ ტელეკომპანია "პირველის" ეთერში.
скачать dle 10.5фильмы бесплатно









Create Account



Log In Your Account