რუსთავის თეატრი 50 წლის იუბილეს აღნიშნავს


plane
ავტორი: mazma | 1-12-2017, 10:15

რუსთავის, გიგა ლორთქიფანიძის სახელობის პროფესიული დრამატული თეატრის 50 წლის იუბილე მსახიობების - ნათელა მუხულიშვილის, ირაკლი ბექაიას და ჯემალ მაზიაშვილის ვარსკვლავების საზეიმო გახსნის ცერემონიით აღინიშნა.
თეატრის უხუცეს მსახიობებს, ვარსკვლავების გახსნა რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ, კულტურის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ, ქვემო ქართლის გუბერნატორმა და საკრებულოს თავმჯდომარემ მიულოცეს.
ვარსკვლავების გახსნამდე რუსთავის თეატრის 50 წლის იუბილესთან დაკავშირებით, სპექტაკლის პრემიერაც გაიმართა. თეატრის ახლად დანიშნულმა სამხატვრო ხელმძღვანელმა, რეჟისორმა სოსო ნემსაძემ, ,,ოსკარის“ მფლობელი, ცნობილი ბრიტანელი დრამატურგისა და სცენარისტის - რონალდ ჰარვუდის ,,კვარტეტი“, რომლის ქართული ვერსიის ავტორიც თამაზ გოდერძიშვილია წარმოადგინა.скачать dle 10.5фильмы бесплатно









Create Account



Log In Your Account