5 ქართველი მომღერლის, ყოფილი და ახლანდელი, სიმპატიური ქმრები


plane
ავტორი: zuka | 14-11-2017, 20:35

ქართველი მომღერლების პირადი ცხოვრება ხალხს მათ შემოქმედებაზე მეტად აინტერესებს. შესაბამისად, პოპულარობით ქმრები ცოლებს არ ჩამოუვარდებიან, თუმცა არსებობენ განსაკუთრებით პოპულარული ქმრები, ვის მიმართ ხალხის ყურადღება გაცილებით დიდია, რადგან პოპულარული მომღერლის ქმრის სტატუსის გარდა, ისინი სუსტი სქესის წარმომადგენლებშიც დიდი ინტერესით სარგებლობენ.

მაშ ასე გთავაზობთ, ქართველი მომღერლების სიმპატიური, ყოფილი და ახლანდელი ქმრების ტოპ ხუთეულს.


ვახო ჭუმბურიძე
ვახო ჭუმბურიძე სახალხოდ ცნობილი, მაკა ზამბახიძეზე დაქორწინების შემდეგ გახდა. ვახოს მიმართ სუსტი სქესის ყურადღება არასდროს განელებულა, რადგან უდაოდ სიმპატიური ბიჭია. წყვილის შესახებ პერიოდულად, უამრავი ჭორ-მართალი ვრცელდებოდა და საბოლოოდ ეს ხმები გამართდა. მაკა და ვახო დაშორდნენ. ჭუმბურიძემ ცოლი მოიყვანა, მაკა კი გათხოვებისთვის ემზადება.


ლაშა ბასლანძე
ლაშა ბასლანძე, მომღერალ სალომე ბაკურაძის ქმარია. შეიძლება ითქვას, რომ ლაშა ცოლს პოპულარობით აღარ ჩამოუვარდება. შესაბამისად, სუსტი სქესის წარმომადგენლები აქტიურად ეტრფიან. სალომე და ლაშა სამაგალითო წყვილად ითვლება, ისინი ერთმანეთს ხშირად უწყობენ სიურ-პრიზებს და გრძნობებშიც საჯაროდ უტყდებიან.скачать dle 10.5фильмы бесплатно









Create Account



Log In Your Account