"ხეების მოასფალტება, ეს რაღაც სიახლეა" - კახა კალაძე


plane
ავტორი: zuka | 30-11-2017, 14:31

თბილისის მერი კახა კალაძე ზედამხედველობის სამსახურს უნებართვო მშენებლობებით დაინტერესებისკენ მოუწოდებს. კახა კალაძემ განცხადება დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე გააკეთა.

მისი თქმით, ბოლო პერიოდში მსგავსი ფაქტები მოხშირდა, რასაც მკაცრი რეაგირება სჭირდება. თბილისის მერი მოუწოდებს შესაბამის სამსახურს, დროულად მოახდინონ ასეთი ტიპის შენობა-ნაგებობების დემონტაჟი.

„მინდა ყურადღება გავამახვილო უკანონო, უნებართვო და პროექტის დარღვევით მშენებლობებზე და მინდა ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელს ბატონ გიორგი ბაგრატიონს დავავალო, მაქსიმალური ყურადღება და შესაბამისი მკაცრი ზომების მიღება, მათ შორის ასევე დროული დემლონტაჟი. იმიტომ, რომ ძალიან მოხშირდა ქალაქში ასეთი შენობა ნაგებობები და ეს ყველაფერი ამახინჯებს დედაქალაქის იერსახეს,“ - განაცხადა თბილისის მერმა.

დედაქალაქის მერის კახი კალაძის განცხადებითვე, კომპანიები, რომლებიც სამუშაოების არასწორად წარმოებაში არიან შემჩნეულნი, თბილისის მერიასთან ვეღარ ითანამშრომლებენ.

თბილისის მერი სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე ხეების მოასფალტების ფაქტს გამოეხმაურა.

„მე არ ვიცი, ეს კომპანიამ მიზანმიმართულად გააკეთა, თუ შეცდომა მოუვიდა. თუ შეცდომით იყო ეს, სამწუხაროა, თუ მიზანმიმართულად, ეს კიდევ უფრო მეტი უბედურება. ეს არის ხეების მოასფალტება. ეს რაღაც სიახლეა, რაღაც ახალია და მე მინდა კეთილმოწყობის სამსახურს, ტრანსპორტის სამსახურს მივმართო, რომ ასეთ კომპანიებთან მომავალში ვერ ვიმუშავებთ," - აცხადებს კალაძე.

თბილისის მერმა მთავრობის სხდომაზე შესაბამის სამსახურებს დაავალა, დედაქალაქში ნარჩენების გატანა ისეთ დროს მოხდეს, როდესაც ხელი არ შეეშლება მოძრაობას.

"მინდა ქალბატონ მაია ბითაძეს დავავალო "თბილსერვისის" ხელმძღვანელთან, ბატონ ლევან ჯღარკავასთან ერთად, რომ ორი კვირის ვადაში შეიმუშაოთ გეგმა ნარჩენების გატანასთან დაკავშირებით. მოხდეს ისეთ საათებში, რომ ქალაქში მოძრაობას ხელი არ შევუშალოთ,“ -განაცხადა კალაძემ.скачать dle 10.5фильмы бесплатно









Create Account



Log In Your Account