Russia Today-ს აშშ-ს კონგრესში აკრედიტაცია გაუუქმეს


plane
ავტორი: mazma | 30-11-2017, 11:37

რუსულ ტელეარხ Russia Today-ს აშშ-ს კონგრესში აკრედიტაცია გაუუქმეს. ტელეკომპანია ქვეყანაში, როგორც უცხოური აგენტი, ისე დაარეგისტრირეს. გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ შედის ძალაში.

„აღმასრულებელმა კომიტეტმა ერთხმად მიიღო გადაწყვეტილება Russia Today-ს კორესპონდენტებისთვის აკრედიტაციის გაუქმების შესახებ. აღნიშნული ნაბიჯი განპირობებულია იმ ფაქტით, რომ კომპანია T&R Productions, LLC (T&R), რომელიც Russia Today-ს ამერიკის განყოფილებას ემსახურება, დარეგისტრირებული იყო, როგორც უცხოური აგენტი“, - განაცხადა კონგრესში რადიო და ტელევიზიის კორესპონდენტების აღმასრულებელი კომიტეტის ხელმძღვანელმა კრეიგ კეპლენმა. მანვე მოუწოდა Russia Today-ს კორესპონდენტებს, კონგრესის საშვები უკან დააბრუნონ.скачать dle 10.5фильмы бесплатно









Create Account



Log In Your Account